გორის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხზე იმსჯელებენ. თვითმმართველობას აღნიშნული მოთხოვნით გორის მერმა მიმართა.
ზურაბ ჯირკველიძე აღნიშნულ საკითხს მოთხოვნას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.
გორის მუნიციპალიტეტის მერის განაცხადში წერია, რომ საკრებულომ არა სამუზეუმო ექსპონატზე, არამედ სტალინის ძეგლის დადგმაზე უნდა იმსჯელოს.