ქარელის რაიონში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს. მოზარდი სოფელ დვანის განაპირას დაატყვევეს. მისი გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩარევით მოხერხდა. ამ დრომდე საპყრობილეში რჩება არასრულწლოვანის ბიძაშვილი დიმიტრი მამაგულაშვილი. როდის მოხდება მისი გათავისუფლება, ამ დრომდე უცნობია. ახალგაზრდები მდინარე ფრონეზე ანკესით თევზაობდნენ.