ქედაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ისინი 2001 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, თუმცა ამ დრომდე სოფელ ჯალაბაშვილებში ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ. ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას მთავრობა მომავალშიც გეგმავს, 2013-2015 წლებში კი აჭარაში ფართით 200-მდე დაზარალებული დაკმაყოფილდა. ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ხულოში, ხელვაჩაურსა და ბათუმში.