ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე ადგილობრივ მცხოვრებთა უკანონო დაკავების ფაქტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტებს.