ათენის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ "ბიბის"~ იუწყება.
პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაუშვა, მანამდე კი, დემონსტრანტები დაცვის მიმართულებით ქვებსა და ბოთლებს უშენდნენ.
დემონსტრატებმა ათენის ცენტრში შენობას ცეცხლი წაუკიდეს. მეხანძრეთა განცხადებით, რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, თუმცა, შესაძლოა, ხალხი შიგნით კიდევ დარჩა.
საბერძნეთის დედაქალაქში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ისინი სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით მთავრობის ხისტ ზომებს აპროტესტებენ.
48 საათიან გაფიცვებს, რომელიც დღეს საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებმა განმოაცხადეს, სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დაიკეტა აეროპორტები, სარკინიგზო და საზღვაო სადგურები. არ მუშაობს მაღაზიების, სკოლებისა საავადმყოფოების უმრავლესობაც.
სოლიდარობის ნიშნად, რადიოსადგურებმა, ტელეკომპანიებმა და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი დღით შეწყვიტეს ახალი ამბების გადაცემა.
ბოლო კვარტლის განმავლობაში ეს უკვე მესამე საპროტესტო აქციაა საბერძნეთში.
ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა, რომესაც მთავრობა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 110 მლრდ ევროს დახმარების საპასუხოდ დაჰპირდა, მტელს საბერძნეთში პროტესტი გამოიწვია. ბერძნები სახელმწიფო სექტორში ხელფასებისა და პენისები შემცირებას, ასევე გადასახადებისა და საპენსიო ასაკის ზრდას ელოდებიან.
სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯები 30 მლრდ ევროთი უნდა შემცირდეს. პარლამენტი ანტიკრიზისულ ღონიესძიებებთან დაკავშირებით კანონპროექტს კენჭს კვირის ბოლოს უყრის.
ამასთან, დღეს გერმანიის პარლამენტი, ათენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამაში გერმანიის მონაწილეობის საკითხს განიხილავს.