კოდიანის ტყეში, ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობენ. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.