ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკში გაგზავნილი ყველა მოთხოვნა ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურბანბეკ ბაკიევის გადაცემის შესახებ უარყოფილი იქნება.
"ჩემთვის ოფიციალურად არავის არ მოუმართავს. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ეს მომართვები უსარგებლო იქნება და ყირგიზეთის დროებითი მთავრობისთვის დამამცირებელიც, იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორი იქნება ლუკაშენკოს პასუხი. ყირგიზეთის პრეზიდენტი ბელორუსის სახელმწიფოსა და პრეზიდენტის დაცვის ქვეშ იმყოფება", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.