რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიიღო დავალება რუსეთის მაღაზიებისა და ბაზრებიდან ამოეღოთ ტაჯიკეთიდან შემოტანილი პროდუქცია _ თხილი და მშრალი ხილის პროდუქტები. აღნიშნული ზომა რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ტაჯიკეთში გავრცელებული ინფექციური დაავადების _ პოლიომელიტის გავრცელების აღსაკვეთად მიიღო.
"მიღებულ იქნეს ზომები სავაჭრო ქსელიდან რესპუბლიკა ტაჯიკეთის წარმოების თხილისა და მშრალი ხილის ამოღებასთან დაკავშირებით", _ ნათქვამია "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განკარგულებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იკრძალება ტაჯიკეთში წარმოებული ამ პროდუქციით ვაჭრობა და ტაჯიკეთიდან ამ პროდუქციის შემოტანა.