ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც „ალეგრობის“ სახალხო დღესაწაული იწყება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მრავალსართულიან საცხოვრებულ კორპუსზე ბანერი წარწერით: „მატყუარა მთავრობა“ გამოფინეს, - ამის შესახებ „გურიის მოამბე“ იუწყება. მისივე ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ოზურგეთი დღეს „ალეგრობას“ ზეიმობს. ზეიმი 14:00 საათზე იწყება. სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.