ბათუმის 24-ე ბაღში ახალი სასწავლო წელი საპროტესტო აქციით დაიწყო. ბაღთან იმ ბავშვების მშობლები შეიკრიბნენ, რომლებმაც შვილები ბაღში ლიმიტის ამოწურვის გამო ვერ დაარეგისტრირეს.
აქციის მონაწილეები ბაღის გამგეს, მასწავლებლებსა და დარეგისტრირებულ ბავშვებს შენობაში არ უშვებდნენ. სასწავლო პროცესი ბაღში პოლიციის დახმარებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა მცირე კორიდორი გააკეთეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.