მომდევნო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში, გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განაცხადა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ასევე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
,,უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა”, _განაცხადა სინოპტიკოსმა.
მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა ხვალ, ქვეყნის მასშტაბით 25-26 გრადუსამდე გათბება, 15 სექტემბერს კი ჰაერი 31 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება თბილისს აქაც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი და ჰაერი 28 გრადუსამე მოიმატებს.