ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს შეიარაღებაში 5113 ბირთვული ქობინი ინახება. აღსანიშნავია, რომ 1967 წლიდან მოყოლებული ამერიკამ ბირთვული არსენალის ოდენობა 84%-ით შეამცირა.
"დღეიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატები საჯაროს გახდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რაოდენობის ბირთვული იარაღი ინახება ჩვენს მარაგში და რა რაოდენობის იარაღი გავაუნებელყვეთ 1991 წლიდან. ეს განცხადება არის მათთვის ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს, რომ ამერიკა შეიტანს საკუთარ წვლილს ბირთვული განიარაღების საკითხში. ეს არის ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ის საკმაოდ ნათელია. ეს მათთვის მკაფიო სიგნალია", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაეროში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციაზე.