აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. შესაბამის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიის ხელისუფლება ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს და მასობროვი განდგურების იარაღის მოპოვებას ცდილობს.
ობამამ აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლება საერთაშორისო დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ხელს უწყობს ტერორისტი-თვითმკლელებისა და სპეციალურად გაწვრთნილი მებრძოლების ერაყში გაგზავნას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამასკო ექსტრემისტულ მოძრაობა "ხიზბალას" რაკეტული კომპლექსით _ "სკადით" ამარაგებდა. საპასუხოდ აშშ-მა სირიაში თავისი ელჩის გაგზავნა გადადო და დამასკოსგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
თელ-ავივმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ თუ სირიული "სკადის" რაკეტებს "ხიზბალას" მებრძოლები ისრაელის ტერიტორიების დარტყმისთვის გამოიყენებენ, ისრელის არმია მის ყველა ობიექტსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს.