სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ასამდე მიკროავტობუსის მძღოლებმა, ზუგდიდში დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები რეგიონში თურქული კომპანია „მეტროს“ შესვლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მატ უმუშევდარ დარჩენა ემუქრებათ, რადგან თურქული კომპანია მგზავრებს შედარებით უკეთეს კომფორტსა და ნაკლებ ფასებს სთავაზობს.
აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს პროფკავშირებიც.
მძღოლებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა ზუგდიდში ახალი ავტოსადგურის მშენებლობაც გააპროტესტეს. მათი განამრტებით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს.