სსსტც „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 7 სექტემბრის 17:20 სთ-დან კახეთის რეგიონში თელავის რაიონის თავზე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა დაფიქსირდა.
17:40 საათისთვის ღრუბლის ფართობმა 24 კმ2 ს მიაღწია, სეტყვის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 30 მმ.
მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ღრუბლის ფართობი 41 კმ2-მდე გაიზარდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 40 მმ-მდე.
პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 17:40, 17:48 და 17:55 საათებზე განხორციელდა ღრუბლის სარაკეტო დამუშავება.
აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.