საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო ევროპის დღესასწაულს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთში ქართული სათვისტომოდან აცნობეს, ევროპის დღესასწაული საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ჰენელის პასაჟზე 9 მაისს გაიმართება.
დღესასწაულის ფარგლებში ჰენელის პასაჟზე საქართველოს სტენდი მოეწყობა, ასევე ქართული სიმღერები შესრულდება.
მათივე ინფორმაციით, 26 მაისის საქართველოს ეროვნული დღესასწაულთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარიზში მერიასთან ღონისძიებები გაიმართება.