აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის პირველი პირის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ დროისათვის მივლინებაში იმყოფება და არჩილ ხაბაძე მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ზამბახიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ანგარიშის ჩაბარების თარიღი გაახსენა და განმარტა, რომ არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში 17 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ზამბახიძის თქმით, უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარე არა ერთხელ მიიწვიეს, თუმცა უშედეგოდ.
პეტრე ზამბახიძის თქმით, არჩილ ხაბაძეს უმაღლეს საბჭოში მისვლას რეგლამენტი ავალდებულებს.