ნიუ-იორკის პოლიციამ არშემდგარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულია აშშ-ის მოქალაქე ფაიზალ შაიჰადი, რომელიც აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას იაყვანეს. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ნატურალიზებული ამერიკელია. ფაიზალ შაჰზადი ეროვნებით პაკისტანელია.
"ნათელია, რომ ამ ტერორისტული აქტის მიზანი ამერიკელი ხალხის დახოცვა იყო. ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ ყველა პასუხისმგებელ პირს არ გავასამართლებთ", - განაცხადა შტატების იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიმს სკვერზე ნაპოვნი ავტომობილი "ნისანი" ფაიზალ შაჰზადს ეკუთვნოდა და პოლიცია მის კვალზე სწორედ ამ გზით გავიდა. ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველებიც ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ არშემდგარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს, თუმცა აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა ეს ვერსია გამორიცხეს.