5-6 სექტემბერს, ბათუმი წლის ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს, „ბათუმობას“ უმასპინძლებს.
2015 წლის „ბათუმობა“ საინტერესო ღონისძიებებითა და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებები ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზეა მორგებული.
5-6 სექტემბერს „ბათუმობის“ ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ იქნება მორთული, გაიმართება სასულე ორკესტრის მსვლელობა, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენა, სამეჯლისო ცეკვები და ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა.
ევროპის მოედანზე ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“, რომლის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ფესტივალ „განდაგანას“ ძირითადი თემატიკა იქნება აჭარული სოფელი მთელი თავისი ხიბლითა და კოლორიტულობით, რაც მხილველებს ქალაქიდან გაუსვლელად მისცემს საშუალებას მთიან აჭარაში მოგზაურობის. მოედანზე მოწყობილი იქნება სხვადასხვა კუთხე (ეკოტურიზმის, ღვინის, რძის პროდუქტების, თამბაქოს, თაფლის, აჭარული კერძების, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის).
გარდა ამისა, ბათუმის საჭადრაკო კლუბში ჩატარდება კოსტუმირებული ჭადრაკი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე.
5 სექტემბერს „ბათუმობა“ ბავშვებს ბულვარის კოლონადებთან გასართობი მიუზიკლით „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“ უმასპინძლებს.
„ბათუმობის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება დუმბაძის ქუჩაზე, სადაც გამოვლინდება საპატიო ბათუმელები, ღონისძიებას კი მუსიკალურად ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი გააფორმებს.
5-6 სექტემბერს, საღამოს 18 საათიდან, ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს შოუს ცნობილი ანდალუზიელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა გამართავს. ანბანის კოშკთან ჩატარდება საღამოს უფასო კონცერტები ბათუმური ჯგუფების შესრულებით: „Black Sea“, „ Strawberry fields“, „The Nemo“, „Sound lab“, „Rene Band“. კონცერტს დაასრულებს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი „BEARFOX”.
5 სექტემბერს „ბათუმობის“ ფარგლებში ბათუმის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს, აჟღერდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.
6 სექტემბერს გალა კონცერტი გაიმართება ანბანის კოშკთან. პროგრამის დაწვრილებითი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ბათუმის მერიია 5-6 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს:
5 სექტემბერი
- კონფერენცია – ბათუმი წარსული და თანამედროვეობა – უნივერსიტეტი – 11:00
- ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა, მემედ აბაშიძის ქ. 12:00 – 20:00
- ფესტივალი “განდაგანა”, ევროპის მოედანზე – 12:00-20:00
- ბათუმობა 2015–ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი – პალმ აპარტმენტი – 12:00
- სასულე ორკესტრის მსვლელობა – მემედ აბაშიძის ქუჩაზე – 15:00
- კოსტიუმიერბული ჭადრაკი – საჭადრაკო კლუბი ბულვარში – 17:00
- საბავშვო სპექტაკლი – “ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში” – კოლონადები – 17:30
- თანამედროვე მუსიკის კონცერტი – ანბანის კოშკთან – 19:00
- მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები – ბათუმის მუსიკალური ცენტრი – 20:00
6 სექტემბერი
- ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა, მემედ აბაშიძის ქ. 12:00
- ფესტივალი “განდაგანა”, ევროპის მოედანზე – 12:00
- პანტომიმის თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქ. – 16:00
- სამეჯლისო ცეკვები – დუმბაძის ქ. – 17:00
- თითების თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქ. – 20:00
- გალა კონცერტი – ანბანის კოშკთან – 20:00
- პოეტების საღამო – 21:00
ქუჩების პროექტი
ბათუმობის ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები იქნება საგანგებოდ მორთული 5–6 სექტემბრისთვის.
მემედ აბაშიძის ქუჩა– ბიბლიოთეკიდან ევროპის მოედნამდე მორთული იქნება ჭრელი განათებული ბურთებით, მორული იქნება აგრეთვე ხეები მთელ ქუჩაზე. 5 სექტემბერს გაიმართება სასულე ორკესტრის მსვლელობა.
დუმბაძის ქუჩაზე გაკეთდება საჰაერო და სტაციონარული დეკორაციები . დაიკიდება განათებული ჭრელი ქოლგები და ლენტები, სტაციონარულად დაიდგმება სხვადასხვა დეკორაციები – ხილისა და ყვავილების კუთხე, დეკორატიული მინი აუზები, ლოლიპოპის ხე ბავშვებისთვის, ჭრელად შეიღებება სავალი ნაწილი, ქაღალდის დეკორაციებით მორთული იქნება ვიტრინები.
აქვე განთავსდება სცენა სადაც ჩატარდება ბათუმობა 2015–ის გახსნა,პოეტების საღამო,პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენა, სამეჯლისო ცეკვები და სხვა მცირე ღონისძიებები.
ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – 5,6 სექტემბერი – მემედ აბაშიძის ქუჩა
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი გამართავენ თავიანთი პროდუქცის გამოფენას. მონაწილეობას მიიღებენ როგორც მწარმოებლები, ასევე რესტორნები და კაფეები.
ფესტივალი განდაგანა – აჭარული სოფლის ფესტივალი – 5,6 სექტემბერი – ევროპის მოედანი
სპეციალურად ამ დღისთვის ტერიტორია მოეწყობა საგანგებოდ, დამონტაჟდება სცენა და მოხდება მიმდებარე ტერიტორიის გაფორმება შესაბამისი განათებითა და დეკორაციით. ევროპის მოედანზე მოწყობილი იქნება ტურისტული მიმართულებების კუთხეები.
ძირითადი თემატიკა იქნება აჭარული სოფელი, შესასვლელი კარიბჭე მოეწყობა ისე როგორც აჭარულ სოფლებშია და მთლიანი ტერიტორია იქნება სოფლის ერთი დიდი ეზო, ხის ორღობეებით და სოფელთან ასოცირებული სხვადასხვა დეკორაციების გამოყენებით. მიწა, სადაც იქნება საჭირო დაიფარება თივით ან რაიმე სხვა მასალით.
ეზოში განთავსდება სახლი-მაკეტი - 1 ცალი შესასვლელში პატარა ნიშნულებით იქნება ნაჩვენები მიმართულებები თუ სად რა კუთხეა და ა.შ.
ფესტივალის განმავლობაში მუსიკალური ნაწილი გაფორმდება ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების შემოქმედების ჩვენებით, საღამოობით კი ღონისძიებას გააფორმებს რომელიმე ადგილობრივი ან სხვა ეთნო-ჯაზ ან ეთნო-როკ ან პოპ ბენდი. გაიმართება სხვადასხვა თამაშობები, თემატური შეჯიბრებები, თიმბილდინგები: მაგ: შეჯიბრება სიმინდის სწრაფად დარჩევაში, ბაგირის გადაწევაში და სხვ. ასევე მასტერკლასები მაგ: ყველის ამოყვანა, თათარას გაკეთება, ჩურჩხელის ამოვლება.
ეზოში განლაგებული იქნება:
- სოფლად ტურიზმის კუთხე
- ეკოტურიზმის კუთხე
- ღვინის კუთხე
- ყველის (რძის პროდუქტების) კუთხე
- თამბაქოს კუთხე
- თაფლის კუთხე
- აჭარული კერძების თემატიკით კვების კუთხე
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები – 5 სექტემბერი – ბათუმის მუსიკალური ცენტრი – 20:00
მსოფლიო კინომუსიკის შედევრები არის ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საერთო პროექტი. პროგრამაშია ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ლალო შიფრინისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები
კოსტიუმირებული ჭადრაკი – საჭადრაკო კლუბი ბულვარში – 17:00
კოსტიუმირებული წარმოდგენა, სადაც 2 მოჭადრაკე –ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ ჭადრაკს დიდ დაფაზე, სადაც ფიგურების როლს შეასრულებენ ბავშვები შესაბამის საჭადრაკო ფორმებში. წარმოდგენა გრძელდება 15–25 წუთი.
საბავშვო სპექტაკლი „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“ – 5 სექტემბერი – ბულვარის კოლონადები – 17:30
საბავშვო გასართობი მიუზიკლი მონაწილეობას მიიღებს 70 მსახიობი ბავშვი, მისი ხანგრძლივობაა 40 წუთი, მიუზიკლის ავტორია კახა ფირცხალაიშვილი.
ბათუმობა 2015–ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი – პალმ აპარტმენტი – 12:00
გახსნის ცერემონიალი გაიმართება დუმბაძის ქუჩაზე. გახსნაზე სიტყვით გამოვლენ თანამდებობის პირები, საპატიო ბათუმელებს გადაეცემათ სიგელები, გაიმართება ფურშეტი. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი.
თანამედროვე მუსიკის კონცეტი - 5 სექტემბერი – ანბანის კოშკი – 19:00 – 00:00
თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება ანბანის კოშკთან, 5 სექტემბერს. დასაწყისი 19:00, დასასრული 00:00. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ცოცხალი მუსიკის შემსრულებლები, კონცერტს დაასრულებს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი „BEARFOX”.
- Black Sea
- Strawberry fields
- The Nemo
- Sound lab
- Rene Band
- მეოთხე სეზონი
- მებო ნუცუბიძე და ჯგუფი The BearFox
დასკვნითი გალა კონცერტი – 6 სექტემბერი – ანბანის კოშკი – 20:00 – 23:30
გალა კონცერტი გაიმართება ანბანის კოშკთან 6 სექტემბერს, დასაწყისი 20:00, დასასრული 23:30. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ვოკალური კოლექტივები, კონცერტს დაასრულებს ჯგუფი ფრანისა და კაროლინა ჩერნეცკას გამოსვლით. კონცერტის ბოლოს გაეშვება ფოიერვერკი.
- კვარტეტი ნოტა
- ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი
- ანსამბლი ბათუმი
- აჩიკო ბერიძის კვარტეტი
- ნანა მესხი
- ლაშა ღლონტი
- თეატრალური კვარტეტი
- სოფოხალვაშიდაბენდი
- ჯგუფი ფრანი და კაროლინა ჩერნეცკა