აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებენ.
19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად რეგიონს დღეს, 5 სექტემბერს, ეწვევა. მოზარდები 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დასვენება/რებილიტაციის კურსს გაივლიან.
მათთვის ცენტრში მოეწყობა ბანაკური ტიპის ცხოვრება. მოზარდები 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.
ბავშვები ცენტრში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.
უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა. 2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედრო მებრძოლებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.