დღეს, 4 მაისს, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ახალციხეში, ახალგაზრდების ინფორმირებისა და არჩევნებისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას "ჩემი პირველი არჩევნები". ღონისძიება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 500-ზე მეტი ახალგაზრდა. მონაწილეთათვის მოეწყობა ხმის მიცემის პროცედურის იმიტაცია.
ღონისძიებას დაესწრებიან და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები - მიხელ მაჭავარიანი და ლევან ვეფხვაძე, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე.