საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის
შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო
დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის თანამედროვე
ნავმისადგომი საზეიმოდ გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი,
რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის
შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას.
ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება
საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით,
ამერიკული მხარის დაფინანსებით განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის საპატრულო
კატარღა „P-103“-ის სრული მოდერნიზება, რომელსაც დღევანდელ ღონისძიებაზე
მიენიჭა სახელი „ბათუმი“.
გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ს ელჩის მოვალეობის
შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი
მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს თავდაცვის
დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA)
დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერმა.
გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი,
საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აშშ-ს
თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს
(DTRA) დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერი დაჯილდოვდა საქართველოს შს
სამინისტროს I ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, ხოლო
შს სამინისტროს მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“
დაჯილდოვდნენ: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის
შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობის დამყარების სამმართველოს უფროსი
დონ ბრაუნი, ამავე სამმართველოს პროექტის მენეჯერი ელიზაბეტ დუფრეინი,
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს
(DTRA) ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კრის ფლოიდი და
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს
(DTRA) ევრაზიის ოფისის პროგრამების კოორდინატორი პაატა ენუქიძე.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალი ნავმისადგომი დაათვალიერეს
და ახალი საპატრულო კატარღით ზღვაში გაისეირნეს.