დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11:00 საათზე პრემიერი ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის.
თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
12:30 საათზე პრემიერ-მინისტრი კომპლექს "ალიანს პალასის" მშენებლობასაც ჩაუყრის საძირკველს. "ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის, "ალიანს პალასის" მშენებლობა იწყება, რომლის ჯამური ინვესტიცია 45 მილიონი დოლარია.