ბელორუსმა ოპოზიციონერმა ალექსანდრე მილინკევიჩმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში უნდა გაიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 6 თებერვლისა.
მილინკევიჩი უკვე მონაწილეობდა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში 2006 წელს.
მაშინ მან ამომრჩევლის ხმათა მხოლოდ 6%-ის შეგროვება შეძლო. ბელორუსის ახლანდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი _ 82,6 %-ის.