ნიუ-იორკის პოლიციამ ავტომანქანა "ნისან პატფინდერში" ნაპოვნი ბომბის დასამზადებელი მასალების საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები გაახმაურა. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
ნიუ-იორკის პოლიციამ გამოაქვეყნა 20 წამიანი ვიდეომასალა, სადაც ავტომანქანა "ნისანის" წინ თეთრკანიანი, შავთმიანი მამაკცი მუქ პერანგს იხდის და ჩანთაში დებს. ნიუ იორკის პოლიციის მაღალჩინოსნის, კელის განცხადებით, ფირზე გამოსახულ მამაკცს შესაძლოა არშემდგარ ტერაქტთან კავშირი ჰქონდეს. კელის თქმით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნული მამაკაცის ფოტორობოტის დამუშავება, რაც პოლიციას ეჭვმიტანილის დაკავებას გაუადვილებს.
შეგახსენებთ, რომ არშემდგარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს პაკისტანელმა თალიბებმა, თუმცა კელის თქმით, ეს ფაქტი გადასამოწმებელია.