სენაკის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.
ჯიშკარიანის იმპიჩმენტს მხარი ,,ქართული ოცნებისა” და ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მისცეს. პროცედურაში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და ,,ლეიბორისტებმა ” მონაწილეოგა არ მიიღეს და საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზეწოლაში პრემიერსა და გუბერნატორს ადანაშაულებს. მიზეზად კი ყოფილი თავმჯოდმარე იმას ასახელებს, რომ იგი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კადრია.
უკვე ცნობილია მმართველი გუნდის ახალი კანდიდატის ვინაობაც. აღნიშნულ თანამდებობას ,,ქართული ოცნებიდან” გოჩა ლაშკარავა დაიკავებს.