ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი კვლავ დაიტბორა. სამეგრელოს, სანაიასა და კოკაიას ქუჩებში წყალი ეზოებში, სახლებში შევიდა. მოსახლეობას გაეთიშა ელექტროენერგიაც. ძირითადად ეს შეეხო ნაბადის უბანს.
როგორც ”ჯი_ეიჩ-ენს” ფოთის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ განუცხადა, დატბორვის ერთ- ერთი მიზეზი სატუმბი სადგურების და სანიაღვრე არხების სიმცირეა. მისივე განმარტებით, ამჟამად ზარალის დათვლა კვლავ მიმდინარეობს და ზარალის ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
”ქალაქში არის შვიდი სატუმბო სადგური და სანიაღვრე არხები, თუმცა როგორც ჩანს არასაკმარისია. გარდა ამისა დაიგო გზა, მოხდა გზის საფარის აწევა და დაბალი ეზოები ვისაც აქვს ექმნება პრობლმები. ქალაქს სჭირდება კიდევ 80 კილომეტრის სანიაღვრე არხი და შესაბამისად სატუმბი სადგურებიც. ახლა მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მონტაჟი”, _ აღნიშნა ნიკოლოზ გრიგოლიამ.