საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესში“ (AFP) სტატია გამოქვეყნდა.
„რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს ხსნის“
ხუთშაბათს, ნატომ საქართველოში საწვრთნელი ცენტრი გახსნა, ყოფილ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სამხედრო ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაფუძნება მიზნად ისახავს პატარა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მხარდაჭერას, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ხუთდღიანი ომი გადაიტანა.
„ამიერიდან, საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
იენს სტოლნტენბერგმა, რომელიც თბილისში ოთხშაბათს ჩამოვიდა, კრწანისში ეროვნული სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ცენტრი მოამზადებს როგორც ქართველ, ასევე ნატოელ სამხედროებს. „ ცენტრი დაეხმარება საქართველოს ჰყადეს უფრო თანამედროვე შეიარაღებული ძალები, რომელსაც შესაძლებლობა ექნება 21-ე საუკუნის გამოწვევებს გაუმკლავდეს“.
„ ცენტრი თანაბრად მოამზადებს ნატოს როგორც წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს“, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების თანდასწრებით.
პრემიერ მინისტრმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც არ არის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდენ მიმართული, კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონულ სტაბილურობას.
საქართველო დიდი ხანია მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) მიიღებს.
თუმცა ანალიტიკოები მიიჩნევენ, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას არ მისცემს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის გაღიზიანება, უკრაინის კრიზისის ფონზე რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამო.
სამშაბათს, სტოლტენბერგმა საკმაოდ ორაზროვნად უპასუხა საქართველოსთვის MAP-ის გადაცემის შესაძლებლობზე დასმულ კითხვას.
როგორც მან აღნიშნა, წინასწარ ვერ ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც მომავალ წელს ნატოს სამიტზე მიიღებენ.
„ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საქართველოს გააჩნია გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა რესურსი, თუმცა კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი. ძალიან შთამბეჭდავია ის პროგრესი რაც აქ ვნახე. ჩვენს მიერ ერთობლოვად აღებული ვალდებულებები დროულად ხორციელდება, რაც ეხმარება საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვდეს ნატოს წევრობას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
გასულ წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსვლეთ უკრაინაში განხორციელებულმა აგრესიამ კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთის ნატოსთან გართულებული ურთიერთობები. ორივე მხარე ერთმანეთს ყოფილი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ადანაშაულებს.
2008 წლის აგვისტოში, საქართველომ რუსეთთან წააგო ომი, რომელიც კრემლის მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო დაიწყო.