ტროპიკულმა ქარიშხალმა ერიკამ კარიბის აუზში კუნძულ დომინიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმციით ჩამოწოლილ მეწყერს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მოსახლოების 80 % კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უახლოეს დღეებში ქარიშხალი ერიკა კარიბის აუზის სხვა ქვეყნებს მათ შორის ბაჰამის კუნძულებს გადაუქროლებს.