ხვალ, 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "კლიმატის კვირეულის" ფარგლებში, ზოოპარკში ტარდება საბავშვო აქცია რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ #53 საშუალო სკოლასთან არსებული "ეკო-კლუბი-53~-ის მოსწავლეები.
კლიმატის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციისადმი (ჩOP-15) მიძღვნილი "კლიმატის კვირეული~. რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს. კვირეულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის 27-28 ოქტომბერს ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია. კვირეულის ღონისძიებებში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. კლიმატის კვირეული დაიწყო 24 ოქტომბერს და სრულდება 31 ოქტომბერს.
კლიმატის კვირეული გრძელდება.