ქალაქ ფოთში ზარალის ოდენობა 3-4 დღეში გახდება ცნობილი. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ფოთის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ განუცხადა, კომისია უკვე შეიქმნა და განცხადებების მიღება მიმდინარეობს. მისი შეფასებით, მომართვიანობის მიხედვით, ზარალი დიდი არ არის.
”კომისია შექმნილია და მუშაობს. გუშინ შეიქმნა კომისია შუადღისთვის. შედეგი 3-4 დღეში გვეცოდინება. განცხადებების რაოდენობა თუ შევხედავთ, ზარალი კატასტროფუილი არ უნდა იყოს. რაც შეეხება გზებს, უკვე სრულად არის გაწმენდილი. შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და მოხდა წყლის გადინება”, _ აღნიშნა ნიკოლოზ გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ზოგიერთ უბანში წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულზეც შეაღწია, რის გამოც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანდა.