ცხინვალში რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღე იზეიმეს. ღონისძიებას დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, მე-4 რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, ასევე, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეფაქტო ელჩები ესწრებოდნენ.
განკარგულებას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 2008 წლის 26 აგვისტოს ხელი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.