აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში რეგიონში 250 მაშველი მუშაობდა. მათ შორის იმერეთის, გურიისა და თბილილსის 10 ბრიგადის 30 თანამშრომელი. უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ხდებოდა ავტომანქანების გაყვანა და ზოგან მოსახლეობის ევაკუაცია. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 300 გამოძახება. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. ელექტროენერგია აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით. ქალაქი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.
სპეციალური კომისია პარალელურად ახდენს მოსახლეობაში ზარალის აღწერას. შესაბამისი მონაცემების დათვლის და შეჯამების შემდეგ დადგინდება ზარალის რაოდენობა და გადაწყდება დახმარების ფორმა. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებიდან წუხელ ღამით ევაკუირებულ რამდენიმე ოჯახს - ისინი პრევენციის მიზნით იყვნენ გახისნულები ახლომდებარე ოჯახებში და უკვე ყველანი უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებლებს.