27 აგვისტოს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს,იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა 11.30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
14.00 საათზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.