ბათუმში გამოიდარა, თუმცა საღამოს წვიმას ელოდებიან.
როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას ”ბათუმის წყალის” გენერალურმა დირექტორმა ალეკო მიქელაძემ განაცხადა, ქალაქში იწმინდება არხები და ხდება სახლებში შევარდნილი წლის ამოტუმბვა.
”ქუჩები წყლისგან უკვე თავისუფალია. რჩება მხოლოდ მოსახლეობის სახლებში შესული წყალი, რომლის ამოტუმბვაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. ადგილზე მუშაობს როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე ჩვენი სამსახურის ტექნიკა”- განმარტავს ”ბათუმის წყალი” ხელმძღვანელი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროსათვის ბათუმში გამოიდარა და შედარებით კარგი ამინდია.
”თუმცა საღამოსათვის წვიმას ისევ ველოდებით. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისეთი სიმძლავრის წვიმა არ იქნება, როგორც წუხელ იყო”- აცხადებს ალეკო მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში, რამდენიმე ქუჩა, მათ შორის 26 მაისის ქუჩის ნაწილი, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე, დაიტბორა.