ფოთში ინტენსიური წვიმის შედეგად, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულები. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საათზე მეტხანს ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რის გამოც ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან 2 გაითიშა.
ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და სატუმბებიც გამართულად მუშაობს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, დაწყებულია წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.