უხვი ნალექის შედეგად, ბათუმში დატბორილი სახლებიდან, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ე.წ. ჭაობის დასახლებაში ათობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულია დატბორილი.
ასევე დაიტბორა ბარცხანის დასახლება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, 26 მაისის, ლერმონტოვის, რუსთაველის, შაუმიანის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბაგრატიონის და მელიქიშვილის ქუჩები.
მოსახლეობა წყლის ამოტუმბვის სამუშაოებისთვის დახმარებას ითხოვს.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მამქანები მთელი ღამის განმავლობაში გამოჰყავდათ. წყლის ნაკადმა ზოგიერთ უბანში 40 სანტიმეტრს აღწევდა.
უამინდობამ ძირითადად ის ქუჩები დატბორა, სადაც სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუსაოები ჯერ არ ჩატარებულა.
ვიტარება იმდენად გართულდა რომ ადგილობრივი სამაშველო სამსახურისთვის დასახმარებლად სპეციალური ჯგუფები ქუთაისიდან და სამეგრელოს რაიონებიდან გამოიძახეს.
გუშინ საღამოს ბათუმის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, შექმნილი მძიმე ვიტარების შესახებ.
„შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტით იქნა გაწმენდილი. მიუხედავათ 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.
ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე,
სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტრო ენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენთ ხელთ არსებული ტექნიკა რაც გაგვაჩნია ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჯებიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ - აცხადებდა ბათუმის მერია.
ფოტო: რუსთავი 2.