აშშ-ს პოლიციამ პიდსბურგის მარათონის საფინალო ხაზის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც უცნობი პირების მიერ ტროტუარზე დატოვებულ მიკროტალღურ ღუმელში იყო დამალული, მარათონის გარბენის დაწყების შემდეგ აღმოაჩინეს, მაშინ როდესაც გარბენის ლიდერებმა ფინიშის ხაზი უკვე გადაკვეთეს.
პოლიციელებმა გააჩერეს მარათონი და დამსწრეების ევაკუაცია მოახდინეს. შეჯიბრი მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდა, რაც რობოტმა-განმნაღმველმა ბომბის განეიტრალება შეძლო.
სულ გარბენში მონაწილეობას 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი პიდსბურგში ნიუ-იორკის ცენტრში ტერაქტის მოწყობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოხდა. ნიუ-იორკში ტაიმ სკვერთან მდგარ ავტომობილში ასევე აღმოჩენილი იქნა ბომბი, რომელიც სამართალდამცავების მუშაობის შედეგად გაუვნებელყოფილი იქნა.
მასალის გამოყენების პირობები