ყვარელში, სპეციალური კომისია, სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. დღევანდელი მონაცემებით, ყვარელში ვენახის 100 % განადგურებულია. სულ ლაპარაკია 2300 ჰექტარზე. 500-მდე სახლის სახურავი კი დაზიანებულია. 20 აგვისტოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის მოცულობა დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
”ზარალის შესწავლა ადგილზე, იმ ღამითვე დაიწყო. ახლა ყვარელში სპეციალური კომისიისგან შემდგარი 19 ჯგუფია, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ. როგორც იცით ინფრასტრუქტურული ზიანიც არის და სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც დაზიანებულია. სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღესაც აქ იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ”, _ აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მადონა ბატიაშვილი.