სტიქიის შედეგად დაზიანებული თუშეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზა ხვალ დილამდე გაიხსნება.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” კახეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, სამუშაოები დილით აღდგა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
”24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, ტექნიკა მობილიზებულია. გუშინ ღამით გაწვიმდა და სამუშაოებიამიტომ შეჩერდა. დღეს დილით სამუშაოები განახლდა. გზა დღეს საღამოს თუ არა, ხვალ დილით გაიხსნება”, _ აცხადებს მადონა ბატიაშვილი.