ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები, ხიდი და საავტომობილო გზა.
”რამდენიმე სახლს, გამგეობის შენობას სახურავები გადახადა. მოთხრილია მრავალწლიან ნარგავები, დაზიანებულია ელექტროსადენები. პანიკის საფუძველი არ არის”, _ აცხადებს პაპუნა მარგველიძე.