აშშ-ში წყალდიდობის შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ~ასოშიეტედ პრესი~ იუწყება.
წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც შაბათ-კვირას გრძელდებოდა.
ადრე ინფორმაცია ხუთი გარდაცლილის შესახებ ვრცელდებოდა, თუმცა, ირკვევა, რომ მხოლოდ ტენისში სტიქიამ 12 ადამიანის სისცოცხლე იმსხვერპლა. ორი დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს. დატბორილი რაიონებიდან ხალხი ევაკუირებულია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები გაგარძელდება, რამდენიმე რაიონში კი, შეტყობინება მოსალოდნელი ტორნადოს შესახებაც იყო.