თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა დავიდოღლუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ კოალიციის ფორმირება შეუძლებელია და მანდატი პრეზიდენტს დაუბრუნა. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში სავარაუდოდ 1 ნოემბერს ჩატარდება.