მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე რუსეთის 50 უმდიდრესი ქალბატონის სიას ლიდერობს. ბოლო რეიტინგს ჟურნალი ფორბსი აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნეს-ლედი ელენა ბატურინა მილიარდ დოლარს ფლობს. მეორე ადგილზე 550 მილიონი დოლარით ნატალია ლუცენკოა, მესამე პოზიციას კი 430 მილიონი დოლარით გუზელია საფინა იკავებს.