რუსული ეროვნული ვალუტის კურსი ისევ ეცემა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 66,33 რუბლი შეადგინა, რაც ბოლო წლინახევრის რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს, ევროს კურსი კი 73,38 რუბლით განისაზღვრა. რუსული რუბლის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების დაცემას უკავშირდება.