ქუთაისში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. შენობა საზეიმო ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა.
"აქ ჩამოვედი, რადგან რკინიგზის ახალი სადგური მენახა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ახლა მოხდება ახალი ვაგონების შემოწყვანა", - განაცხადა გილაურმა.
მატარებლით ქუთაისიდან ბათუმში მგზავრობა 1 ლარი, ზუგდიდში კი 2 ლარი ეღირება.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ქუთაისის ქუჩებში გავიდა სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, მოგვიანებითYკი პირველ საჯარო სკოლას ეწვია და ექვთიმე თაყაიშვილის განახლებული ძეგლი გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დღეს ორმაისობას აღნიშნავენ.