ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 404 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრესკანცელარიის ხელმძღვანელმა ვა ჩენიმ განაცხადა.
'
მისივე განმარტებით, აღნიშნულთაგან 233 მლნ ადამიანი ინტერნეტში მობილურის საშუალებით შედის.
უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს ჩინეთმა ნაციონალური ინტერნეტინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 632 მლრდ დოლარი გამოყო, რითაც 8,27 მლნ კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი გაიყვანა.