ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აშშ-ში გაემგზავრა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჰმუდ აჰმადინეჯადი ნიუ-იორში, გაეროს მიმოხილვით კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თემას მიეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში გამგზავრების წინ ირანის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები და განაცხადა, რომ მას გააჩნია დამადასტურებელი მტკიცებულებები აშშ-ის მსოფლიოს წამყვან ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელები ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ეხმარებიან და აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ატომური იარაღი სამხედრო კონფლიქტისას გამოიყენა.
როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.