აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ იორკის პოლიციას მოედან "ტაიმს-სკვერში" მომხდარი აფეთქების "სასწრაფო გამოძიება" დაავალა.
"პრეზიდენტმა ობამამ გასცა განკარგულება ნიუ იორკის პოლიციამ სასწრაფოდ გამოიძიოს ქალაქის მთავარ მოედანზე ავტომანქანის აფეთქების ფაქტი. პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ქალაქის პოლიციამ გაატაროს სასწრაფო ღონისძიებები და ამ კონტექსტში მოუწოდა მის თანაშემწეს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჯონ ბრენს, ნიუ იორკის ყველა სამართალდამცავ ორგანოებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბარაკ ობამა სისტემატურად მიიღებს ინფორმაციას კონ ბრენისა და პოლიციისგან.
აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიუ იორკის სამართალდამცავმა ორგანოებმა შემთხვევის ადგილზე ბრწყინვალედ იმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკის ცენტრში, გაჩერებულ "ნისან პატფინდერში" ასაფეთქბელი ბომბის დასამზადებელი მასალები იპოვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.