ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა.
ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, ერთი მოწყობილობა გაჩერებულ ავტომობილში აფეთქდა, მეორე კი იქვე - გზის პირას იყო ჩადებული.
ტერაქტის შედეგად შემთხვევის ადგილზე მოძრავი სტუდენტებით სავსე ავტობუსი დაზიანდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსულში, ტერორისტული აქტების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში 73 მასწავლებელი და 94 სტუდენტია დაღუპული.